ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან აქცია მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 18 / 11 / 2019 10:17
ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

საპროტესტო აქცია განახლდა ბათუმში. აჭარის მთავრობის შენობასთან აქციის რამდენიმე მონაწილე პლაკატებითა და საყვირებით მივიდა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უწყების პიკეტირებას გეგმავდნენ, თუმცა მთავრობის აპარატის თანამშრომლები არ გამოჩენილან. მათი თქმით, თანამშრომლები სავარაუდოდ მეორე შესასვლელით სარგებლობენ.

„აქცია გაგრძელდება. იგეგმება აქციები სხვა უწყებებთანაც, ასევე მუნიციპალიტეტებშიც. ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რეზო ხარაზი.

მთავრობის სახლის წინ გაშლილია ორი კარავი. აქციის მონაწილეთა ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა. ისინი სოლიდარობას უცხადებენ დედაქალაქში მიმდინარე აქციის მონაწილეებს.