“მთავარი არხის“ მეწილე ჟორიკა რურუა დაკავეს
ამობეჭდვა · 18 / 11 / 2019 16:38
“მთავარი არხის“ მეწილე ჟორიკა რურუა დაკავეს

ნიკა რურუას ძმა, გიორგი რურუა ამ წუთებში, დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას, “მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალური ქსელით ავრცელებს. გვარამიას თქმით, ჟორიკა რურუას იარაღი ჩაუდეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, რურუასთან ერთად დაკავებულია მისი დაცვის წევრი შმაგი ასანიძე.

„ჩვენი დამფუძნებელი Giorgi Rurua ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით.

აღარაა დრო დაყოვნების! ან ჩვენ ვრჩებით ამ ქვეყანაში, ან დანაშავე ივანიშვილის კლეპტოკრატია, მისი კორუმპირებული და ანტიხალხური რეჟიმი და კაციჭამია ზონდერი სპეცრაზმელები!

უზურპატორი უნდა გავუშვათ, ან ის დაგვტოვებს სამშობლოს გარეშე!!!
 

მთავარი არხი • Mtavari Arkhi ხალხის მთავარი მოკავშირე!“ - წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა “მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფინანსებელია. ის არხის 2,5 %-იანი წილის მფლობელია.