რუსეთის და ბიძინას მონები ხართ! - ანიტა რაჭველიშვილი
ამობეჭდვა · 18 / 11 / 2019 18:56
 რუსეთის და ბიძინას მონები ხართ! - ანიტა რაჭველიშვილი

რამდენიმე წუთია სპეცდანიშნულების სამსახურმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლა დაიწყო.

ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი „ფეისბუქზე“ თავის პოზიციას აფიქსირებს.

„ის სამართალდამცავები, ვინც ახლა ხალხს ურტყავთ და წყლის ჭავლით ებრძვით, ხართ არაადამიანები და ქვეყნის და ერის მოღალატეები! რუსეთის და ბიძინას მონები ხართ! ან ოჯახები არ გყავთ?! არ საერთოდ ადამიანები თუ ხართ?!“ - წერს მომღერალი.