პოლიცია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას და უფლებას გაუფრთხილდა - მდინარაძე
ამობეჭდვა · 18 / 11 / 2019 20:43
პოლიცია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას და უფლებას გაუფრთხილდა - მდინარაძე

„ოპოზიცია გაწბილებულია, რომ დღევანდელი ღონისძიება გართულების, დაზიანების გარეშე დასრულდა“, ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტის მიმდებარედ აქციის დაშლას.

„დაშლა არ არის მთავარი ამბავი, მთავარი ამბავია, რომ დიდი მოთმინებით შეხვდნენ საქმეს, გაუფრთხილდნენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჯანმრთელობას და აქედან გამომდინარე იმსახურებს თითოეული პოლიციელი პატივისცემას, მიუხედავად პატარა პროვოკაციისა. ასევე უნდა გადავუხადოთ მადლობა მათ, ვინც პროვოკაციაში არ ჩაერთვნენ და დაემორჩილნენ სამართალდამცველების მოწოდებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე.