პარლამენტთან აქცია ხვალ განახლდება
ამობეჭდვა · 18 / 11 / 2019 23:41
პარლამენტთან აქცია ხვალ განახლდება

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულებულია. როგორც მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები აცხადებენ, 19 ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლას აპირებენ, რათა აქციის დაშლისას დაკავებულ აქტივისტებს მხარდაჭერა გამოუცხადონ.

ამასთან, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ხვალ, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია განახლდება, მანამდე კი აქციის მონაწილეები ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად სამოქმედო გეგმას დასახავენ.

აქციის დასრულების გადაწყვეტილება აქტივისტების ნაწილმა გააპროტესტა. ისინი აცხადებენ, რომ პარლამენტის წინ მთელი ღამე დარჩებიან.