რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2019 11:03
რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 4 მცირეწლოვანია. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

შემთხვევა ჩოხელის ქუჩაზე მოხდა, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

პაციენტები „კლინიკა რუსთავში“ გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გაზდანადგარიდან CO-ს გაჟონვა გახდა.