თბილისის მეტრო შეფერხებით მუშაობდა
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2019 16:53
თბილისის მეტრო შეფერხებით მუშაობდა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, შეფერხებით მუშაობდა. მეტროში მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო 20 წუთის განმავლობაში .

მოძრაობა შეწყვეტილი იყო ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე, რის გამოც მატარებლები მოძრაობდნენ ზონალურად - მხოლოდ სადგურის მოედნიდან ახმეტელის მიმართულებით.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობდა.