მიხეილ ყაველაშვილი დიანა ტრაპაიძეს: „მედიამ შეფასება არ გააკეთეთ, რომ პარლამენტზე ძალადობრივი შტურმი ხორციელდებოდა...
ამობეჭდვა · 20 / 11 / 2019 16:33
მიხეილ ყაველაშვილი დიანა ტრაპაიძეს: „მედიამ შეფასება არ გააკეთეთ, რომ პარლამენტზე ძალადობრივი შტურმი ხორციელდებოდა...

მიხეილ ყაველაშვილი დიანა ტრაპაიძეს: „მედიამ შეფასება არ გააკეთეთ, რომ პარლამენტზე ძალადობრივი შტურმი ხორციელდებოდა. თქვენ აქცენტი გადაიტანეთ იმ დაზარალებულ ახალგაზრდებზე  და ამით გინდოდათ საზოგადოების სპეკულირება. 20-21 ივნისს რას გეუბნებოდით მე,  როცა ამბობდით, რომ არანაირი ძალადობა არ ყოფილა. ჩვენ ახალგაზრდებს ვაფრთხილებდით და მოვუწოდებდით, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ თორემ მიიტმასნიდნენ ეს ძალები. ახლაც არაფერი განსხვავებული არ არის, იგივე გრძელდება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პარლამენტის წევრის განცხადებით, პირდაპირი მაჟორიტარული წესით არჩევნებთან დაკავშირებით, მაჟორიტარი დეპუტატები საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებენ.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში შეხვედრები მიმდინარეობს.

„პროცესი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გვაწუხებს - დაიძრა. უკვე ვხედავთ, ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობენ ექსპერტები, თქვენი კოლეგები, ჟურნალისტები უკვე ეკითხებიან მოქალაქეებს თუ რომელი სისტემა არის უკეთესი. ჩვენი მოქალაქეები არიან მთავარი აქტორები საარჩევნო პროცესში, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ჩვენ ყველა  წარმოვადგენთ ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“.

მან ისაუბრა პირდაპირი მაჟორიტარული წესით არჩევნების უპირატესობებზე.

„შოთა დიღმელაშვილს, რომელიც ახალგაზრდების ლიდერია, ინიციატივის თანახმად, არ დასჭირდება გავიდეს, რომელიმე პარტიული სიით. პროპორციული სისტემით ის პარლამენტში ვერ მოხვდება თუ რომელიმე პარტიის წევრი არ იქნება. ჩვენი ინიციატივის მიხედვით კი, მას შესაძლებლობა ექნებოდა პარლამენტში მოხვედრილიყო. ეს არის განსხვავება და რატომ ასეთ თემებს არ ვეუბნებით საზოგადოებას?! დათო ტურაშვილი იყო იმ დღეს დრო არის პარლამენტში მოვიდნენ და პასუხისმგებლობა თავადაც იგრძნოს საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც რაღაც სახით გამოირჩევა. პირდაპირი მაჟორიტარული წესით არჩევნების შემთხვევაში მათ ძალიან ბევრი ადამიანი  დაუჭერს მხარს. მივმართავ სრულიად მედია სივრცეს, დროა დავიწყოთ შინაარსზე მსჯელობა. გამოვიჩინოთ ელემენტარული პატივისცემა განსხვავებული აზრის მიმართ. ჩავატაროთ გამოკითხვა როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ ყველაფრის მიმართ საზოგადოებას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.