თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 20 / 11 / 2019 18:53
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:

"დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. დღეს, 00:00 საათიდან 21 ნოემბრის 07:00 საათამდე მერაბ კოსტავას ქუჩის, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან  იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!".