გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ამობეჭდვა · 20 / 11 / 2019 21:26
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში შეძახილები და ხმაური მოყვა. წარდგენილ ბრალს არც თავად რურუა აღიარებს.

"მე თავს ვცნობ დაზარალებულად სახელმწიფოს მიერ, პროკურატურიდან. პოლიციის მიერ არის ჩემზე ზეწოლა. მე პრინციპების კაცი ვარ და აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას, აუცილებლად დავიხსნით იმ ერთი კაცისგან ქვეყანას", - განაცხადა სასამართლო სხდომაზე გიორგი რურუამ.