ლატვიაში საუკეთესო მწვრთნელად ქართველი დაასახელეს
ამობეჭდვა · 21 / 11 / 2019 10:35
ლატვიაში საუკეთესო მწვრთნელად ქართველი დაასახელეს

თამაზ პერტია ლატვიის ჩემპიონატში საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს – „ვალმიერას“ ქართველი მთავარი მწვრთნელი გამოარჩიეს გამოკითხვაში, რომელიც ლატვიურმა გამოცემა „სპორტსცენტრმა“ ჩაატარა.

ლატვიური გამოცემის გამოკითხვაში მწვრთნელები და სპეციალისტები მონაწილეობდნენ და ყველაზე მეტი ხმა 44 წლის ქართველმა სპეციალისტმა მიიღო.

ლატვიური გამოცემა იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც თამაზ პერტია გამაორჩიეს.

„გუნდი ლატვიის საფეხბურთო ლიგაში 15-წლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა. ეს წარმატება თამაზ პერტიას დამსახურებაა, რომელთანაც კლუბმა კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა“ – წერის „სპორტს ცენტრს“.