„თბილავიამშენის“ თანამშრომლები გაიფიცნენ
ამობეჭდვა · 21 / 11 / 2019 12:19
„თბილავიამშენის“ თანამშრომლები გაიფიცნენ

„თბილავიამშენის“ ქარხნის ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს, სადაც კომპანიის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი პროფკავშირებთან ერთად შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, ხშირია ხელფასების დაგვიანების ფაქტები, ამიტომ მათი მთავარი მოთხოვნა ამ მხრივ სიტუაციის გამოსწორება და შრომითი პირობების გაუმჯობესებაა.

 

ფოტო: იმედი