წყნეთში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 21 / 11 / 2019 18:02
წყნეთში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში სხვადასხვა საგზაო სამუშაოებთან ერთად, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დასასვენებელი სივრცის განახლება მიმდინარეობს.

მაია წყნეთელის ძეგლთან საბავშვო-გასართობი მოედანი მოეწყობა, რომელზეც სხვადასხვა ატრაქციონი განთავსდება, სივრცეში დამონტაჟდება მოსასვენებელი პავილიონი, საპარკე სკამები და სხვა ურბანული ავეჯი. გარდა ამისა, ტერიტორია გამწვანდება, განათდება, მოეწყობა სარწყავი სისტემა და ფეხით სავალი ბილიკები.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო.

„ძალიან მნიშვნელოვანია წყნეთში განხორციელებული თითოეული პროექტი. მიმდინარე წელს, გასული წლების მსგავსად, ინფრასტრუქტურის განახლებას განვაგრძობთ, მათ შორის, დასასვენებელი სივრცეების მოწყობას. ამჯერად, წყნეთის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება, სადაც უამრავი ადამიანი იყრის თავს. 800 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო ზონა და დასასვენებელი სივრცეები მშობლებისთვის, სკვერი იქნება კეთილმოწყობილი, განათებული და განახლებული“, - განაცხადა ვაკის გამგებელმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეო პარკი“ აწარმოებს.

ვაკის რაიონის მასშტაბით, ამ დროისთვის, დასასვენებელი სივრცის მოწყობა სამ მისამართზე მიმდინარეობს.