„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დაკავებულები პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ამობეჭდვა · 22 / 11 / 2019 08:45
„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დაკავებულები პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დაკავებული 4 პირის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. მოძრაობის „შეცვალე“ წევრები წუხელ თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

დაკავებულების უფლებებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აკაკი მინაშვილი იცავს. მისი განცხადებით, დაკავებულები არიან ოთარ დანელია, ბექა პაპაშვილი, ტიტე გედენიძე და ნიკა ფარულავა.

შსს-ს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აიყვანეს, რაც წვრილმან ხულიგნობსა და სამართლდამცველების დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მეოთხე მოქალაქეს კი ბრალად მხოლოდ სამართლადამცველების დაუმორჩილებლობა ედება.