ზვიად კუპრავამ საპატიმრო დატოვა
ამობეჭდვა · 22 / 11 / 2019 10:17
ზვიად კუპრავამ საპატიმრო დატოვა

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

ზვიად კუპრავა ბრალდებული იყო მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ის 21 თებერვალს დააკავეს. 2018 წლის 11 ივნისს კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). მას პატიმრობის ვადა ამოეწურა.