ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო სხდომა გადაიდო
ამობეჭდვა · 22 / 11 / 2019 12:10
ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო სხდომა გადაიდო

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო სხდომა რამდენიმე საათით გადაიდო.

სხდომის გადადების მიზეზი პროცესზე ოქრუაშვილის გამოუცხადებლობა გახდა. მან სასამართლოს წერილი გამოუგზავნა, სადაც ითხოვა სხდომის გონივრული ვადით გადადება, რადგან ოქრუაშვილი წერს, რომ მისთვის უცნობია, რა საქმესთან დაკავშირებით არის გამოძახებული სასამართლოში და არ ჰყავს ადვოკატიც.

პროკურორებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება და სხდომა დღესვე, 15:00 საათზე ჩაინიშნოს. მოსამართლემ პროკურორებს დაავალა, რომ მოახდინოს ბრალდებულის ადვოკატით უზრუნველყოფა და პროცესი 15:00 საათზე ჩატარდება.