ავარია ახალციხეში - დაღუპულია 2 ადამიანი
ამობეჭდვა · 22 / 11 / 2019 12:25
ავარია ახალციხეში - დაღუპულია 2 ადამიანი

ახალციხე-ადიგენის გზაზე, სოფელ ფარეხასთან ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ინციდენტი, სავარაუდოდ, გზაზე ავტომობილის მოცურებამ გამოიწვია. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.