შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 22 / 11 / 2019 13:45
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

"22 ნოემბერს, ქალაქ მცხეთაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიტიკური გაერთიანება "ევროპული საქართველოს" ლიდერებს, ამავე პარტიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე 2 პირი დააკავეს. პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე და ქართული ოცნების მხარდამჭერი ალექსანდრე ფირუზაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხვის შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს. საქმის მასალები შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით სასამართლოს გადაეცემა", - ნათქვამია განცხადებაში.