ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეშვიდედ მოიპოვა
ამობეჭდვა · 23 / 11 / 2019 21:19
ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეშვიდედ მოიპოვა

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონია. ქართველმა მოჭადრაკემ ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დღეს მეშვიდედ მოიპოვა.

ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატი ბუქარესტში ჩატარდა. ნონა გაფრინდაშვილმა 65 წელს ზემოთ ქალ მოჭადრაკეთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა, 8.5 ქულა დააგროვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.