ცაგერში პოლიციელებმა ერთმანეთი მოკლეს
ამობეჭდვა · 26 / 11 / 2019 23:01
ცაგერში პოლიციელებმა ერთმანეთი მოკლეს

ცაგერის რაიონის სოფელ ლაჯანაში პოლიციელებმა ერთმანეთი მოკლეს. როგორც სააგენტო „რეგინფოს“ კორესპონდენტი იტყობინება შემთხვევის ადგილიდან, გარდაცვლილია ცაგერის პოლიციის ორი თანამშრომელი გ.ო. და რ.მ. დაჭრილია ერთი პირი, 48 წლის მამაკაცი, რომელიც ცაგერის საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

წინასწარი ინფორმაციით, პოლიციელები ლაჯანაში მდებარე იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრს იცავდნენ. მათ შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთმანეთს ესროლეს.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „რეგინფოს“ განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ ექიმებს ერთ-ერთი პოლიციელი გარდაცვლილი დახვდათ, მეორე კი საავადმყოფოში შეყვანისთანავე დაიღუპა.