ქუთაისში მეტეორის ნაწილი ჩამოვარდა (ფოტო)
ამობეჭდვა · 27 / 11 / 2019 16:39
ქუთაისში მეტეორის ნაწილი ჩამოვარდა (ფოტო)

ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მეტეორის ნატეხი ჩამოვარდა,- ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ თვითმხილველმა მიაწოდა.

თვითმხილვევლი ამბობს, რომ სასწაულმა გადაარჩინა.

„ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ვიდექი, როცა ჩემ გვერდით მუჭის ხელა გავარვარებული მეტეორის ნატეხი დაეცა. ფოტო გადავიღე“.

თვითმხილველის თქმით, მეტეორის ნაწილი სამხარაულის ექსპერტიზამ წაიღო, გამოსაკვლევად.

„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, სადაც გვითხრეს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არა აქვთ.