მამუკა ბახტაძე ტყუპი ქალ-ვაჟის მამა გახდა
ამობეჭდვა · 27 / 11 / 2019 16:46
მამუკა ბახტაძე ტყუპი ქალ-ვაჟის მამა გახდა

საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს ტყუპი შეეძინა. ახალშობილებს ანა და გიორგი დაარქვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბახტაძის პრემიერობის დროს მისი აპარატის ყოფილმა უფროსმა გიორგი ჭოლაძემ დაწერა.

გავრცელებული ცნობით, ბახტაძის რჩეული ყოფილი მოდელი და მარკეტინგის მენეჯერი იანა კოკოულინაა, რომელთანაც მას 6-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს.

მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან მიმდინარე წლის 2 სექტემბერს გადადგა. ის პრემიერმინისტრის პოსტს 2018 წლის 20 ივნისიდან იკავებდა. ამ პოსტზე მან გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა. 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, მინისტრად დანიშვნამდე კი, 2013-2017 წლებში იყო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.