მერაბ ქვარაია „მოსახლეობა ელის ჩვენგან სწრაფ წინსვლას, ელის პენსიების მატებას, ხელფასების მატებას“
ამობეჭდვა · 28 / 11 / 2019 18:23
მერაბ ქვარაია  „მოსახლეობა ელის ჩვენგან სწრაფ წინსვლას, ელის პენსიების მატებას, ხელფასების მატებას“

„ლარის სტაბილური კურსი, ინფლაციის ოპტიმალური მაჩვენებელი, სწორი და კარგად გააზრებული ფინანსური თუ ეკონომიკური პოლიტიკა, ეს არის გამოწვევები, რაც რეალურად არის ჩვენი ქვეყნის წინაშე და რასთანაც მართლა კავშირშია ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესება. მოსახლეობა ელის ჩვენგან სწრაფ წინსვლას, ელის პენსიების მატებას, ხელფასების მატებას, რაც არა მხოლოდ თქვენი სამინისტროს, ზოგადად ეკონომიკური და ფინანსური ბლოკის, ხელისუფლების გამოწვევა და მნიშვნელოვანი ამოცანაა, რისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მოტივირებულები და მონდომებულები“- განაცხადა მერაბ ქვარაიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს უსმენენ.

„მიუხედავად იმისა რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, დინამიკა დაგეგმილთან შედარებით უკეთესია, როგორ ფიქრობთ რამდენად მიღწევადია მომავალ წელს 5% იანი ეკონომიკური ზრდა? რა გარანტიები არსებობს ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად?“- მიმართა ივანე მაჭავარიანს დეპუტატმა.

მერაბ ქვარაია ასევე დაინტერესდა, თუ არის პროგრესი ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომელთა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით.