მამუკა მდინარაძე: გაცვეთილი „კმარას“ მეთოდებით და მეორადი „კმარას“ პერფომანსები არ ჭრის. თვისობრივად სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ!
ამობეჭდვა · 28 / 11 / 2019 19:12
მამუკა მდინარაძე: გაცვეთილი „კმარას“ მეთოდებით და მეორადი „კმარას“ პერფომანსები არ ჭრის. თვისობრივად სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ!

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ოპოზიციის ქმედებებზე ისაუბრა.

„ოპოზიცია ამ დღეების განმავლობაში იმდენად მარგინალდება, რომ ისინი მალე მარგინალიზაციის ხარისხით დაიღლებიან. გაცვეთილი „კმარას“ მეთოდებით და მეორადი „კმარას“ პერფომანსები არ ჭრის. თვისობრივად სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ! ძალიან ბევრი პრობლემა არის და ერთ დღეში ვერ განვითარდება ქვეყანა ისე რომ ყველაფერი იყოს კარგად. ვიცით, რომ ევროპის ქვეყნებს ჩვენზე გაცილებით მეტი, ათჯერ და თორმეტჯერ დიდი ეკონომიკები აქვთ და იქაც კი სერიოზული პრობლემები აქვთ და ჩვენთან ამ პრობლემებს ვერ გამოლევს ვერცერთი ხელისუფლება. მაგრამ დინამიკაში თუ ობიექტურად უყურებ მოვლენებს თუ რამდენად ვითარდება დემოკრატიის ხარისხიდან დაწყებული მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტები რაც კეთდება რეგიონებში, ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის, დემოკრატიის ხარისხი აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია და აქ გვაქვს უსერიოზულესი პროგრესი და კიდევ უფრო მაღალი პროგრესი ვიდრე ეკონომიკური და სოციალური კუთხით. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, მოიტანს შედეგს და პირველად ვიფიქრეთ გრძელვადიანი პროექტების დაწყება, როგორიცაა თუნდაც განათლების რეფორმა, საპენსიო რეფორმა. ასეთი რეფორმები კი შედეგს 5, 7 და 10 წლის შემდეგ მოგვცემს, ამაზე ადრე არავინ არ ფიქრობდა, რადგან მყისიერი შედეგი უნდა ყველას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.