გიორგი ვოლსკი ნაციონალურ მოძრაობაზე: როდესაც შერეულ სისტემას იწუნებენ, აღიარებენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას ყველა არჩევნები უსამართლოდ ჩაატარეს?
ამობეჭდვა · 29 / 11 / 2019 12:29
გიორგი ვოლსკი ნაციონალურ მოძრაობაზე: როდესაც შერეულ სისტემას იწუნებენ, აღიარებენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას ყველა არჩევნები უსამართლოდ ჩაატარეს?

,,ნაცმოძრაობა მუდმივად ამბობს, რომ შერეული სისტემა არის უკანონო. თუ ეს ასეა, გამოდის რომ წლების განმავლობაში უკანონოდ არჩეული პარლამენტი ჰყოლია ქვეყანას, მათ შორის მათი მმართველობის პერიოდში. როდესაც შერეულ სისტემას იწუნებენ, აღიარებენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას  ყველა  არჩევნები უსამართლოდ ჩაატარეს და 9 წელი კატასტროფულ მდგომარეობაში ამყოფეს ქართული დემოკრატია?! საინტერესო იქნება ამ კითხვაზე პასუხის მოსმენა. რეალურად, ჩვენ კი ვიცით, რომ უსამართლოდ ატარებდნენ არჩევნებს, მაგრამ ცხადია ეს არა სისტემის, არამედ მათი ძალადობრივი ქცევის შედეგი იყო,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.