30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 29 / 11 / 2019 22:56
30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც კოლეგების, მეგობრების, ნათესავებისა და ზეციური ძალების დახმარებასაც კი გპირდებათ. შესანიშნავი დროა რომანტიკული შეხვედრებისა და ცოლქმრული ურთიერთობებისთვის. შესაძლებლობა გექნებათ, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოთ და ჩანაფიქრი განახორციელოთ.

 

 

კურო

თქვენი მატერიალური მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდება. დიდი აღმაფრენა მოსალოდნელი არ არის, თუმცა პროგრესი მაინც შესამჩნევი იქნება. მოსალოდნელია სტუმრების ვიზიტი. ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატებით დასრულდება. განსაკუთრებით, თუ შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელი ხართ.

 

 

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა მგზავრობის, შეხვედრებისა და ახალი ნაცნობობისთვის. შეგიძლიათ, თამამად შეუდგეთ ჩანაფიქრის განხორციელებას - წარმატებას იოლად მიაღწევთ. ურთიერთობაში ერიდეთ ოფიციალურობას და ეცადეთ, მეტად ბუნებრივად გამოიყურებოდეთ.

 

 

კირჩხიბი

ხელოვან ადამიანებს წარმატებული დღე ელით, თუმცა ეს დღე სხვა კირჩხიბებისთვისაც სასიამოვნოდ ჩაივლის. თქვენი რჩეული ბედნიერია, რომ გვერდით ასეთი ნიჭიერი ადამიანი ჰყავს. მოსალოდნელია სტუმრების ვიზიტი. საშუალება გექნებათ, ახლობელ ადამიანებს დაუვიწყარი წუთები აჩუქოთ.

 

 

ლომი

ხელსაყრელი დღეა ოჯახური ურთიერთობებისა და ახალი ნაცნობობისთვის. ქალებს საკუთარი უნარების წარმოჩენისა და ახალი მფარველის პოვნის შესაძლებლობა მიეცემათ. მამაკაცებს ექსტრავაგანტური ქცევებისგან თავის შეკავებას ვურჩევთ. ეცადეთ, ფრთხილად და მოზომილად იმოქმედოთ.

 

 

ქალწული

სასიცოცხლო ტონუსი მცირდება, ამიტომ ფიზიკური გადაღლა არასასურველია. ერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, მნიშვნელოვან დოკუმენტებზე მუშაობას და ავტომობილის სწრაფად ტარებას. სიყვარულში განცდილ მარცხს მძიმედ გადაიტანთ. ეცადეთ, ემოციებს გაუმკლავდეთ და საკუთარი მოქმედებები ობიექტურად შეაფასოთ. ახლობელი ადამიანების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით.

 

 

სასწორი

უსიამოვნო სიურპრიზების მიუხედავად, შეძლებთ სამუშაო შეასრულოთ და ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა დაალაგოთ. სწორედ მის სიბრძნესა და გამძლეობაზეა დამოკიდებული თქვენი საქმის წარმატება. ამ დღის მოვლენები სერიოზულად შეცვლის თქვენს წარმოდგენას საკუთარ თავზე.

 

 

მორიელი

მშვიდი, პასიური დღეა. ეცადეთ, კოლექტივს არ ჩამოსცილდეთ. ნუ ეცდებით, თავი გამოიჩინოთ, ამას მაინც ვერ შეძლებთ. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას და ნერვიულობას. ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში სიმშვიდეს იპოვით.

 

 

მშვილდოსანი

მოსალოდნელი მოგზაურობა ან მივლინება თქვენს იმედებს სრულად გაამართლებს. თქვენს ახალ იდეებსა და ინიციატივებს შეფი სათანადოდ დააფასებს. დღის მეორე ნახევარში გირჩევთ, საქმიანი აქტივობები შეამციროთ. შესაძლოა, თქვენმა მიამიტობამ და ზედმეტმა ნდობამ იმედგაცრუებული დაგტოვოთ რომელიღაც სანდო პირის უწესო საქციელის გამო.

 

 

თხის რქა

ხელსაყრელი პერიოდია. საშუალება გაქვთ, წარსულის გამოცდილება შეაფასოთ და მომავლის გეგმები დასახოთ. ახალი საქმის დაწყებისგან თავის შეკავება ჯობს, რადგან ჯერ ძველები არ დაგისრულებიათ. სიყვარულში იმედგაცრუებას მძიმედ გადაიტანთ. ეცადეთ, ნეგატიურ ემოციებს გაუმკლავდეთ.

 

 

მერწყული

სავარაუდოდ, მგზავრობა, ახალი ნაცნობობა ან ძველ მეგობრებთან შეხვედრა გელით. ეს ყველაფერი სერიოზულ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს, ამიტომ ეცადეთ, ხარჯი წინასწარ გათვალოთ.

 

 

თევზები

ამ დღეს თქვენი საქმიანი, შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი იზრდება. ისწავლეთ საკუთარი პოზიციის დაცვა და სხვების გავლენის ქვეშ ნუ მოექცევით. ეს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. ბევრ თევზს მიეცემა საშუალება, რომ თავი გამოიჩინოს.