მელიქიშვილის ქუჩა ორი ღამის განმავლობაში გადაიკეტება
ამობეჭდვა · 30 / 11 / 2019 19:50
მელიქიშვილის ქუჩა ორი ღამის განმავლობაში გადაიკეტება

დედაქალაქში საახალწლო განათებების სამუშაოებიდან გამომდინარე, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა ორი ღამის განმავლობაში გადაიკეტება.

„საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 1 დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, ხოლო 2 დეკემბერს, ასევე 00:00 საათიდან 07:00 საათამდე გაგრძელდება.
სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!” – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრელებულ განცხადებაში.