აზერბაიჯანში რეკორდული რაოდენობის ჰეროინი ამოიღეს
ამობეჭდვა · 30 / 11 / 2019 23:16
აზერბაიჯანში რეკორდული რაოდენობის ჰეროინი ამოიღეს

აზერბაიჯანის საბაჟო კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთით, საბაჟო სამმართველოს თანამშრომლებმა რეკორდული რაოდენობის ჰეროინის ტრანზიტი აღკვეთეს, ამის შესახებ რუსული მედია წერს.

კომიტეტის მონაცემებით, აზერბაიჯანის მოქალაქე რამიზ ჰუსეინოვს ქვეყნის ტერიტორიაზე 933,115 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი გადაჰქონდა.

საბაჟო კომიტეტში განაცხადეს, რომ ჰეროინი ოთხკუთხედ ყუთებში იყო მოთავსებული და ხილის კონტეინერებში იყო დამალული.