1-ელი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
ამობეჭდვა · 01 / 12 / 2019 12:31
1-ელი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 1-ელ დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება.

საქართველოში შიდსით გარდაცვლილია 1611 ადამიანი. ამ დროისთვის, რეგისტრირებულია შიდსის 8028 შემთხვევა, მათ შორის 6023 მამაკაცია და 2005 ქალი. 2019 წლის პირველ 11 თვეში უკვე გამოვლინდა შიდსის 570 ახალი შემთხვევა.

საქართველოში აივ ინფექციის გადაცემის გზების მიხედვით, პირველ ადგილზეა ჰეტერო სექსუალური კონტაქტები – 48.0%, შემდეგ მოდის ნარკოტიკების ინექციური მოხმარება – 38.2%, შემდეგ სექსი მამაკაცებს შორის – 11.3%, ვერტიკალური გზით (დედიდან ბავშვზე) დაინფიცირდა 1.3%, აივ ინფიცირებული სისხლის გადასხმით 0.5%, ხოლო 0.7%-ში დაინფიცირების გზა დაუდგენელია. აივ-ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა.