დღეს გავაკეთებ განცხადებას ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე - ნიკა გვარამია
ამობეჭდვა · 01 / 12 / 2019 14:54
დღეს გავაკეთებ განცხადებას ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე - ნიკა გვარამია

“ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე”,-ამის შესახებ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს, ძალიან საინტერესო პოსტ ფაქტუმის შემდეგ, უყურეთ “მთავარ აქცენტებს”.

ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და ა პრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები.

წინასწარ გიხდით მადლობას ინტერესისა და გულშემატკივრობისთვი”,-წერს ნიკა გვარამია.