მმართველი პარტიის ოფისთან აქცია „შეაყარე „ქართულ ოცნებას“ ლობიო“ გაიმართა
ამობეჭდვა · 01 / 12 / 2019 15:00
მმართველი პარტიის ოფისთან აქცია „შეაყარე „ქართულ ოცნებას“ ლობიო“ გაიმართა

„ქართული ოცნების“ ოფისთან უფლებადამცველთა ასოციაციის ორგანიზებით აქცია ჩატარდა. შეკრებილებმა „ლეიბორისტული“ პარტიის წევრის ლაშა ჩხარტიშვილის რვადღიანი პატიმრობა გააპროტესტეს

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო და ჩხარტიშვილი, რომელმაც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან პროტესტის ნიშნად ჰაერში ლობიო აყარა, პოლიტპატიმარია“.

პროტესტის მონაწილეებმა მმართველი პარტიის ოფისთან სიმბოლურად 41 მარცვალი ლობიო ჰაერში აყარეს. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.