ქუთაისში ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აქციას ,,საქართველო ნაცების გარეშე“ მართავენ
ამობეჭდვა · 01 / 12 / 2019 15:02
ქუთაისში ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აქციას ,,საქართველო ნაცების გარეშე“ მართავენ

,,დემიშიზაცია იწყება ქუთაისიდან“, - ამ სლოგანით მსვლელობა მიმდინარეობს ქუთაისში.

,,ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები თეთრ ხიდთან შეიკრიბნენ და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისისკენ მიემართებიან.

,,საქართველო ნაცების გარეშე“ - სკანდირებენ მსვლელობისას აქციის მონაწილეები. ამბობენ, რომ მსვლელობა მშვიდობიანია.

„ნაცები აყენებენ შეურაცხყოფას ელესიას, პატრიარქს. ამას მათ ქართველი ხალხი არ აპატიებს“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთ მონაწილე გაბრიელ ფოლკენშტერნი.

პროტესტის მონაწილეებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისს კვერცხები და საღებავები ესროლეს.