რუსთავში გაზის გაჟონვის შედეგად 2 ადამიანი მოიწამლა
ამობეჭდვა · 01 / 12 / 2019 15:19
რუსთავში გაზის გაჟონვის შედეგად 2 ადამიანი მოიწამლა

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ორი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა მე-7-ე მიკრო რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრული პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

შუახნის მამაკაცს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, ქალი კი ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნებით, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში co-ს გაჟონვის მიზეზი, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გაზდანადგარი გახდა.