რუსეთში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა - შემთხვევას 20 ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 01 / 12 / 2019 17:07
რუსეთში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა - შემთხვევას 20 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ციმბირში, იმიერბაიკალეთის მხარეში, ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.

ადგილობრივი ტურისტული კომპანიის კუთვნილი Kia Granbird-ის მარკის ავტობუსი ხიდიდან გადავარდა და ყინულზე დაეცა.

მგზავრთა ნაწილის ევაკუაციას ართულებს ის, რომ ავტობუსი ყინულზე დაეცა და მას მძიმე ტექნიკა ვერ უახლოვდება. რუსული მედიის ცნობით, ავტობუსს ამწეს საშუალებით გამოიყვანენ. სამაშველო ოპერაციაში 30 მაშველი და 11 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს.

წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსს საბურავი გაუსკდა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ხიდის ჯებირი გაანგრია და მოყინულ მდინარეში ჩავარდა.