თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა
ამობეჭდვა · 01 / 12 / 2019 18:47
თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა.  

გუნდმა ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში საკუთარ მოედანზე „ვიტ ჯორჯიას„ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. თბილისელების მთავარი კონკურენტი ბათუმის „დინამო“, რომელიც მათ 2 ქულით უსწრებდა, სტუმრად „ლოკომოტივთან“ დამარცხდა.

„დინამო“ საქართველოს ჩემპიონი მეჩვიდმეტედ გახდა.