ოპოზიცია აქციებს რეგიონებშიც გამართავს
ამობეჭდვა · 01 / 12 / 2019 20:45
ოპოზიცია აქციებს რეგიონებშიც გამართავს

მომავალი კვირიდან ოპოზიცია საპროტესტო აქციებს რეგიონებშიც გამართავს. ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ აცნობა.

„მომავალ კვირაში იწყება რეგიონში აქციები. აქციები დაიწყება პარასკევს ქუთაისიდან. სავარაუდოდ, 14:00 საათზე გვექნება დიდი აქცია-მსვლელობა ქუთაისიდან. ასევე, ველოდებით მოსამართლეებთან დაკავშირებით კომიტეტს და აუცილებლად იქნება პიკეტირება. ეს უნდა იყოს სავარაუდოდ სამშაბათი, ოთხშაბათი, ან ხუთშაბათი“, - განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძებ.

ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ხვალ ეუთოში მათ მიერ მომზადებულ კანონპროექტს საარჩევნო სისტემის შესახებ გააგზავნის. პასუხის მიღების შემდეგ კი გაერთიანებული ოპოზიცია მომდევნო გეგმებზე იმსჯელებს. ამავდროულად, არ შეწყდება პარლამენტის და სხვა სახელმწიფო უწყებების პიკეტირება.