ჟურნალისტი ანი მამულაშვილი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 01 / 12 / 2019 21:26
ჟურნალისტი ანი მამულაშვილი გარდაიცვალა

მძიმე ავადმყოფობის შედეგად 32 წლის ჟურნალისტი, ანი მამულაშვილი გარდაიცვალა. ის ხუთი წლის განმავლობაში მელანომას ებრძოდა.

ანი მამულაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა რამდენიმე ტელეკომპანიაში, მათ შორის „იმედში“, „რუსთავი 2-ში“ და GDS-ზე. მას ორი შვილი, 13 წლის მია და 3 წლის ანდრე დარჩა.