„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილს 5 წელი და 3 თვე პატიმრობა შეეფარდა
ამობეჭდვა · 02 / 12 / 2019 10:23
„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილს 5 წელი და 3 თვე პატიმრობა შეეფარდა

"ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს 5 წელი და 3 თვე პატიმრობა შეეფარდა. 

აღნიშნულ საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2013 წელს წაუყენეს.

"ბანკი ქართუს" საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებიან.