ხაზარაძემ ივანიშვილს მოსკოვის მიმართულებით ბიზნესკლასის ბილეთი უყიდა
ამობეჭდვა · 02 / 12 / 2019 12:32
ხაზარაძემ ივანიშვილს მოსკოვის მიმართულებით ბიზნესკლასის ბილეთი უყიდა

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ავიაბილეთი უყიდა და ურჩევს, რომ ქვეყანა დატოვოს. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესია დანიშნული.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.