უკრაინელ დეპუტატზე თავდასხმას მისი 3 წლის შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 02 / 12 / 2019 12:44
უკრაინელ დეპუტატზე თავდასხმას მისი 3 წლის შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა უკრაინელ დეპუტატზე, ვიაჩესლავ სობოლევზე, კიევის ცენტრში თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც მისი სამი წლის ვაჟი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც კიევის საოლქო საბჭოს წევრი და ბიზნესმენი რენჯ როვერის მარკის ავტომობილით მოძრაობდა.

„ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად, ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახარების მანქანაში, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა,“ - ნათქვამია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.