თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 02 / 12 / 2019 18:24
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:

"დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ 00:00 საათიდან 3 დეკემბრის 07:00 საათამდე, მერაბ კოსტავას ქუჩის მონაკვეთი, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან - მეტროსადგურ „რუსთაველამდე“  გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის".