ეს მხედრიონელები დაესხნენ თავს ბავშვებს, სცემეს და მძიმედ დააზიანეს - შალვა ნათელაშვილი
ამობეჭდვა · 02 / 12 / 2019 18:39
ეს მხედრიონელები დაესხნენ თავს ბავშვებს, სცემეს და მძიმედ დააზიანეს - შალვა ნათელაშვილი

ეს მხედრიონია პირდაპირი გაგებით, რომლებიც დაესხნენ თავს ბავშვებს, სცემეს, მიაყენეს დაზიანებები და არც თუ იოლი,"-ეს განცხადება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მცხეთის საავადმყოფოში გააკეთა, სადაც მცხეთის მერიასთან მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავებული "გაბედეს" ორი წევრი გადაიყვანეს.

"ვნახეთ ივანიშვილ-ხუნდაძის ახალი შემოქმედება - ნაცემი ახალგაზრდები. აგერ ორი მათგანი წვეთოვან საშუალებაზეა მიერთებული. ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ პირდაპირი გაგებით. ახლა ხომ ვერ იტყვიან, რომ პარლამენტს უტევდნენო ახალგაზრდები და სახელმწიფო გადატრიალება უნდოდათ, მოვიდნენ მშვიდობიან აქციაზე. ეს მხედრიონია პირდაპირი გაგებით, რომლებიც დაესხნენ თავს ბავშვებს, სცემეს, მიაყენეს დაზიანებები და არცთუ იოლი,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ მცხეთის მერიასთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მოძრაობა "გაბედეს" ორი აქტივისტი თავისა და სახის მიდამოებში მიღებული დაზიანებებით მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.