სამოაზე წითელას ეპიდემიას 50 ჩვილი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 02 / 12 / 2019 19:53
სამოაზე წითელას ეპიდემიას 50 ჩვილი ემსხვერპლა

სამოაზე წითელას ეპიდემიას 50 ჩვილი ემსხვერპლა. ეპიდემიის მიზეზი იმუნიზაციის ძალიან დაბალი დონე გახდა.
 
The Associated Press-ის ცნობით, საერთო ჯამში წითელას ეპიდემიას უკვე 53 ადამიანი, მათ შორის ერთი ზრდასრული და ორი მოზარდი ემსხვერპლა. კიდევ 19 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
 
წითელას დიაგნოზით საავადმყოფოებში სულ 1 100 ადამიანი გადაიყვანეს.