ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთი“ მეექვსედ მოიგო
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2019 10:31
ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთი“ მეექვსედ მოიგო

არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთი“ მეექვსედ მოიპოვა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ეს პრიზია, რომელიც ჟურნალ France Football-ის ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა. გამოკითხვაში მეორე ადგილი ვირჯილ ვან დეიკმა, მესამე – კი,კრიშტიანო რონალდომ დაიკავა.

ცნობისთვის, ლიონელ მესის კარიერაში „ოქროს ბურთი“ 2009, 2010, 2011, 2012, 2015 წლებში აქვს მიღებული.