საქართველოში მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება უჭირთ - PISA-ს 2018 წლის სავალალო შედეგები
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2019 18:51
საქართველოში მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება უჭირთ - PISA-ს 2018 წლის სავალალო შედეგები

ახლახან გამოქვეყნდა კვლევა, რომელმის მიხედვითაც ირკვევა, რომ საქართველოში მოსაწვალეებს წაკითხულის გააზრება უჭირთ. შედეგები ასევე დამაკმაყოფილებელზე დაბალია მათემატიკასა და მეცნიერებაში.

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, “მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების” PISA 2018 წლის შედეგების თანახმად, საქართველომ მონაწილე 79  ქვეყანას შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შედეგები აჩვენა.

საქართველოს შედეგები 2018 წლის კვლევის მიხედვით შემდეგია:

კითხვა - 380

მათემატიკა - 398

მეცნიერება - 383

ამ შედეგებით, საქართველო კვლევაში მონაწილე ქვეყნებიდან მხოლოდ პანამას, ინდონეზიას, მოროკოს, ლიბანს, კოსოვოს, ფილიპინებს და დომენიკის რესპუბლიკას უსწრებს.

საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. კერძოდ, საშუალო ქულა კითხვაში 487-ია, მათემატიკაში 489, ხოლო მეცნიერებაში 489.

საუკეთესო შედეგი კვლევის მიხედვით ესტონეთს, სინგაპურს, ჩინეთს და კანადას აქვთ, რომლის მოსწავლეებმაც სამივე კომპონენტში საშუალოზე მაღალი შედეგები აჩვენეს.

 

 

იხილეთ ვრცლადhttps://commersant.ge/ge/post/saqartveloshi-mosawvaleebs-wakitxulis-gaazreba-uchirt-ganatlebis-magali-xarisxis-pirveli-garantori-aris-magali-kvalifikaciis-maswavlebeli?fbclid=IwAR0srhX9KmBKn25C7R-AChwY9XTt4cZmYR62CoV7uLwABfT8zUsJDhuwClo