იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მოირეცხა
ამობეჭდვა · 04 / 12 / 2019 10:13
იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მოირეცხა

"თბილსერვის ჯგუფის" ქონების მართვის სამსახურმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მორეცხა.

მორეცხვის სამუშაოები თვეში ერთხელ სპეციალური ტექნიკის დახმარებით ხორციელდება, ხოლო დაგვა-დასუფთავება ყოველდღიურად მიმდინარეობს.
"თბილსერვის ჯგუფის" ქონების მართვის სამსახური ქალაქის მასშტაბით, 54 მიწისქვეშა გადასასვლელისა და 3 საფეხმავლო ხიდის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.