ბრაზილიაში მარიხუანისგან დამზადებული​ მედიკამენტების გამოყენება დაუშვეს
ამობეჭდვა · 04 / 12 / 2019 10:22
ბრაზილიაში მარიხუანისგან დამზადებული​ მედიკამენტების გამოყენება დაუშვეს

ბრაზილიის სანიტარული კონტროლის ეროვნულმა სააგენტომ (Anvisa) სამედიცინო მიზნით მარიხუანისგან დამზადებული​ მედიკამენტების წარმოებისა და გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ უწყების ვებგვერდზეა ნათქვამი.

ნებართვა დროებითია და მისი გაუქმება სამ წელიწადში შეიძლება. ამ პერიოდის განმავლობაში Anvisa მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე კვლევების შედეგების შესწავლას აპირებს, რომლებიც ასეთი მედიკამენტების ეფექტურობასა და უვნებლობას დაადასტურებდა.

მედიკამენტების აბების, ხსნარებისა და ზეთების სახით შეძენა მხოლოდ რეცეპტით იქნება შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, თუ სამედიცინო პრეპარატში ტეტრაჰიდროკანაბინოლი შემცველობა 0,2%-ს აღემატება, ის მორფინისათვის დაწესებული წესებით გაიყიდება.

ამასთან ერთად, ბრაზილიაში მარიხუანისგან დამზადებული​ პრეპარატების წარმოების, იმპორტის, კონტროლისა და ბრუნვის მონიტორინგის წესები დადგინდა. პრეპარატების დამზადება მხოლოდ სამრეწველო წესით იქნება ნებადართული, იმპორტის ლიბერალიზაცია მხოლოდ ფარმაცევტული ინდუსტრიისთვის განკუთვნილ ნახევარფაბრიკატებს შეეხება. ბრუნვის მონიტორინგის მიზნით Anvisa შექმნის სპეციალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ყველა ადგილობრივი მწარმოებელი უწყებას თავისი პროდუქციის შესახებ ინფორმაციას მიაწოდებს.

imedinews.ge