ნიკა გვარამიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო
ამობეჭდვა · 04 / 12 / 2019 18:29
ნიკა გვარამიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო

ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებული ორი ადამიანის, "რუსთავი 2"-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და "ინტერ მედია პლიუსის" დირექტორის, ზურაბ იაშვილის წინა სასამართლო პროცესი გადაიდო.

ზურაბ იაშვილის ადვოკატმა მოსამართლეს საქმის მასალების გასაცნობად ვადა სთხოვა და სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა. მოსამართლემ ადვოკატს ვადა 13 დეკემბრამდე მისცა.