ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2019 16:38
ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ნიკა გვარამიამ Facebook-ზე სუსი-ის მიერ გაგზავნილი უწყების ფოტო გამოაქვეყნა.
 
უწყებაში განმარტებულია, რომ ის გამოკითხვაზე მოწმის სახით არის დაბარებული.
 
როგორც ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განმარტავს, მისი დაბარება Facebook სტატუსს უკავშირდება.
 
"მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხვალ 6 დეკემბერს, 11:00 საათზე უნდა მივიდეს.