თბილისის მერია ქალზე ძალადობის მსოფლიო კამპანიას უერთდება
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2019 17:26
 თბილისის მერია ქალზე ძალადობის მსოფლიო კამპანიას უერთდება

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძე 6 დეკემბერს, 12:00 საათზე, ქალზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას. 

დედაქალაქის მერია კვლავ უერთდება ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო 16-დღიან ყოველწლიურ მსოფლიო კამპანიას. ამჯერად აქცია თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებში და გაჩერებებზე გაიმართება, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ხმა აღიმაღლონ ძალადობის წინააღმდეგ, დაიცვან საკუთარი და სხვისი უფლებები. 

აქცია თავისუფლების მოედანზე, ავტობუსების გაჩერებიდან დაიწყება და რუსთაველის გამზირზე მდებარე გაჩერებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაგრძელდება.